პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. როდესაც ტრენერისგან გავიგე რა უნდა გვესწავლა, გამეხარდა , რადგანაც მივხვდი რომ ბევრ საინტერესო რამეს ვისწავლიდი, რაც გამომადგება მომავალში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. თუმცა ცოტა ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი გამოსწორდა ტრენერის ძალისხმევით და მეორე დღეს მომიწია ამ შთაბეჭდილების დაწერა. ტრენინგზე გავეცანით პროექტით სწავლების მეთოდს. ძალიან მინდა ყველაფერი კარგად შევისწავლო, რასაც აგვიხსნის ტრენერი, რათა ეფექტური გაკეთილები გამომივიდეს.