Monday, July 14, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

     დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. დღეს დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია. როგორც ადრე აღვნიშნე, მეგონა ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩვენი ტრენერის ძალისხმევითა და ჩემი დიდი სურვილით, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, პორტფოლიოს მივეცი საბოლოო სახე, გავაკეთე პრეზენტაცია.ძალიან  კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგებით. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის დასრულების წინა დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. კიდევ ერთხელ მივიღეთ მითითებები ჩვენი ტრენერისაგან., რათა შევქმნათ საინტერესო პორტფოლიოები.კიდევ ერთხელ გადავხედე იმ საქაღალდეებს, რომლებიც უნდა ჩავალაგო პორტფოლიოში.
 დავიწყეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის.ტრენერმა გასაგებად და  დეტალურად გაგვაცნო პრეზენტაციის ნიმუში. იმედია ბოლო დღისთვის საინტერესო  ნამუშევარს წარვადგენ.

Thursday, July 10, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღემდე ვათვალიერებდი სხვის ბლოგებს, ვკითხულობდი პროექტის გეგმებს და ვფიქრობდი, რომ იმავეს გაკთება ჩემთვის შეუძლებელი იყო. დღეს, ჩვენი ტრენერის დიდი ძალისხმევით,  დავრწმუნდი ,რომ ეს სავსებით შესაძლებელია და მეტად დავინტერესდი. ვისწავლე  მასალის გადატანა ბლოგზე, რაც ჩემთვის დღემდე უცხო იყო. ვფიქრობ,  დღევანდელი დღე ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

Tuesday, July 8, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს გავაგრძელეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვატყობ ჩემს თავს რომ ეს საკითხი მიჭირს. ალბათ პროექტის თემასა და შინაარს შევცვლი. თუმცა რატო... ჯობია ამ საკითხში გავერკვიო ისევ და იმავე თემაზე ვიმუშაო

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს სამწუხაროდ ტრენინგზე დავაგვიანე სხვადასხვა მიზეზების გამო.
ტრენინგზე მუშაობდნენ შეფასების რუბრიკაზე. ცოტა გამიჭირდა ამ საკითხის აღქმა.
იმედია მომავალში მუშაობის პროცესში უკეთესად გავიგებ.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა. ტრენინგი საინტერესო იყო ჩემთვის იმით რომ ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება. დღემდე ბუკლეტს საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებდი ხელით. ძალიან კარგია , რომ ამის საშუალება კომპიუტერის საშუალებით მეძლევა. უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

Saturday, July 5, 2014

ტრენინგის მესამე დღე

გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, გავაანალიზეთ სტანდარტები , რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს.აგრეთვე გავაანალიზეთ საკვანძო კითხვები და მათი კომპონენტები.
   

ტრეენინგის მეორე დღე

ტრეენინგის მეორე დღეს უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ პროექტებით სწავლება, რომელსაც გავდივართ ტრენინგზე, მართლაც საინტერესოა, ვიმუშავეთ პროექტის დაგეგმვაზე. განვიხილეთ პროექტის შაბლონი, რის მიხედვითაც უნდა დავგეგმოთ ჩვენი კონკრეტული პროექტი.
 ტრენინგი პირველ დღესთან შედარებით მეტად ნაყოფიერი იყო. იყო ტექნიკურადაც მეტად გამართული გარემო და ახალი ინფორმაციებით დატვირთული.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე


Thursday, June 26, 2014

პირველი დღის რეფლექსია


   პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. როდესაც ტრენერისგან გავიგე რა უნდა გვესწავლა, გამეხარდა , რადგანაც მივხვდი რომ ბევრ საინტერესო რამეს ვისწავლიდი, რაც გამომადგება მომავალში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. თუმცა ცოტა ტექნიკური ხარვეზი იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი გამოსწორდა ტრენერის ძალისხმევით  და მეორე დღეს მომიწია ამ შთაბეჭდილების დაწერა.  ტრენინგზე გავეცანით პროექტით სწავლების მეთოდს. ძალიან მინდა ყველაფერი კარგად შევისწავლო, რასაც აგვიხსნის ტრენერი, რათა ეფექტური გაკეთილები გამომივიდეს.